მომავალ წელს პარკში პლაჟის მოწყობა იგეგმება.

2016-12-30 13:49:22

რუსთავის ცეტრალურ პარკში შესაძლოა პლაჟი  მოეწყოს. ამის შესახებ ინფორმაცია ქალაქის მერმა დავით ჯიქიამ, „ინფო რუსთავის“ facebook live-ში გააჟღერა. „მომავალ წელს გვინდა პარკში, დაახლოებით 100 მეტრის სიგრძეზე პლაჟი მოვაწყოთ,  ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა, თუ რამდენადაა შესაძლებელი ამ პროექტის განხორციელება.“  განაცხადა დავით ჯიქიამ, პარკის სამომავლო პროექტებზე საუბრის ფარგლებში. პარკში ხის კონსტრუქციის პლაჟისა და სველი წერტილების მოწყობა იგეგმება, სადაც მსურველებს დასვენება და გარუჯვა შეეძლებათ.