მაშველებმა მტკვარში ჩავარდნილი ძაღლი გადაარჩინეს. გავრცელებული ინფორმაციით თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში შეტყობინება შევიდა, რომ მტკვარში ძაღლი იხრჩობოდა. ადგილზე სამაშველო სამსახური მივიდა და სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ცხოველი გადაარჩინეს. სამაშველო ოპერაცია 1 საათი გაგრძელდა. ფაქტის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ინფორმაციას imedinews ავრცელებს, ფოტოს ავტორი: დიტო ყირიმლიშვილი
ავტორი: ნინა პარუნაშვილი