ავტომობილი ქალს დაეჯახა

2020-07-10 17:16:56

გორში ავტომობილი ქალს დაეჯახა.

"ქართლის ამბები" თვითმხილველების ინფორმაციით წერს, რომ შეჯახება ქვეითთა გადასასვლელზე მოხდა და დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.