2026-08-10 17:05:35
რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს მცირე ზომის სატვირთო და "ბე-ემ-ვეს" მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შემდეგაც სატვირთო გადაბრუნდა.
შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები.