2026-08-10 13:51:01
რუსთავში, ერთ-ერთი კორპუსის ბინაში დაკვამლიანება იყო.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით ცეცხლი გაზქურაზე მდგომ კერძს გაუჩნდა.
შემთხვევის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.