2026-08-06 17:45:08
ბათუმში გამართულ ტაეკვანდოს საერთასორისო ტურნირზე რუსთაველმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს.
ტურნირში სხვადასხვა ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. ელიმშან ტალიბოვისა და ბაჩანა ტუხაშვილის გაწვრთნილმა რუსთაველებმა 5 ოქროს, 4 ვერცხლისა და 11 ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლეს.
ოქროს მედალოსნები: საბა ბეგიაშვილი, გიორგი აბრამიშვილი, აბალფაზ მამედოვი, ხატია გაროზაშვილი, რაულ ტალიბოვი.
ვერცხლი: ანასტასია გაგუა, ივანე სამხარაძე, სინან მახმუდოვი, ალი მამედოვი.
ბრინჯაო: ელენე ბარბაქაძე, ხატია გაროზაშვილი, ლუკა მჯედლიშვილი, ნიკე ბაგაშვილი, ივანე სამხარაძე, საბა ბეგიაშვილი, ლუკა მჯედლიშვილი, სერგი ბოლოკაძე, ნიკე ბაგაშვილი, სემა ოჯახვერდიევა, რომან ალოევი.
რუსთაველებმა გუნდურ შეჯიბრშიც ბრინჯაოს მედალი მოიგეს.