ავარიას რუსთავში მსხვერპლი მოჰყვა [video]
2018-03-13 21:45:36

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში. რუსთაველისა და ბათუმის ქუჩების კვეთაზე ერთმანეთ სატვირთო მანქანა და სამგზავრო მიკროავტობუსი შეეჯახა. ავარიის შედეგად მიკროავტობუსში მყოფი 5 მგზავრი დაშავდა. დაშავებულები სასწარაფო დახმარების ეკიპაჟმა ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც "ინფო რუსთავს" ცენტრალურ საავადმყოფოში განუცხადეს, ერთ-ერთი დაშავებულს ჩატარდა ოპერაცია თუმცა 61 წლის მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. 4 პაციენტი მდგომარეობა სტაბილურია, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ნახეთ ვიდეო.


ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. ადგილობრივების თქმით, აღნიშნულ მონაკვეთზე ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები, მოსახლეობა ადგილობრივი თვითმმართველობისგან შუქნიშნის დამონტაჟებას მოითხოვს.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.