რუსთავის რომელ სკოლას ჰყავს ყველაზე მეტი წარჩინებული მოსწავლე

2026-07-20 16:05:00

წარჩინებული სწავლისთვის რუსთავის სკოლებში 441 მოსწავლე ლეპტოპებს მიიღებს. 

რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან მოწოდებული ინფორმაცია, რომელ სკოლას რამდენი წარჩინებული მოსწავლე ჰყავს, საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავმა" უკვე გაავრცელა.

ამჯერად, გთავაზობთ 5 სკოლის ჩამონათვალს, სადაც 2025-2026 სასწავლო წარჩინებული სწავლისთვის ყველაზე მეტი მოსწავლე მიიღებს განათლების სამინისტროსგან საჩუქრად ლეპტოპს.

1. სსიპ - ქალაქ რუსთავის რუსთავის №22 საჯარო სკოლა - 53 წარჩინებული მოსწავლე 

2. სსიპ - იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქალაქ რუსთავის №11 საჯარო სკოლა - 46 წარჩინებული მოსწავლე 

3. სსიპ - გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ რუსთავის №5 საჯარო სკოლა - 41 წარჩინებული მოსწავლე 

4. სსიპ - ნოდარ დუმბაძის სახელობის  ქალაქ რუსთავის №21 საჯარო სკოლა - 32  წარჩინებული მოსწავლე 

5. სსიპ - ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის №23 საჯარო სკოლა - 25 წარჩინებული მოსწავლე.