2026-07-25 12:03:03
მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ რუსთავში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმდებარედ, ტყე-ჭალის ტერიტორიაზე ახალი პარკის ასაშენებლად გამოცხადებულ პროექტირების ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა.
პარკის მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაციის მოსამზადებლად მგფ-ს 1 737 000 ლარის ღირებულების ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული, რომელშიც მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ შპს "ტასჰაბმა" მიიღო. სწორედ შპს "ტასჰაბთან" გაფორმდა ხელშეკრულება.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით ახალ პარკში განთავდება:
საპროექტო დოკუმენტაცია, მოიცავს, თუმცა არ შემოიფარგლება შემდეგ კომპონენტებს:
დასაგეგმარებელი სივრცეები (მაგრამ არ შემოიფარგლება):
- საბავშვო სათამაშო სივრცეები (ასაკობრივი დიფერენციაციით);
- რეკრეაციული ზონები – დასასვენებელი სივრცეები, გამწვანებული მარშრუტები;
- საველოსიპედო, სარბენი და საფეხმავლო ბილიკების ქსელი;
- დამატებითი სატრანსპორტო კავშირები;
- არსებული ტბის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.
ახალი სამშენებლო ობიექტები (მაგრამ არ შემოიფარგლება):
- არქიტექტურული ობიექტები (მაგ. პავილიონები, საინფორმაციო ცენტრი, მომსახურების
ინფრასტრუქტურა, პერგოლები და სხვა);
- კულტურული და საგანმანათლებლო სივრცეები (ღია სცენა, პავილიონი, ღონისძიებების
მოედანი და სხვა);
- ლანდშაფტური და წყლის ობიექტები (მაგ. წყლის სარკე, შადრევნები);
- ავტოპარკინგი
მცირე არქიტექტურული ფორმები (მაგრამ არ შემოიფარგლება):
- ურნები;
- სკამები;
- სასმელი წყლის შადრევნები;
- ფურნიტურა.
საინჟინრო ინფრასტრუქტურა (მაგრამ არ შემოიფარგლება):
- გარე განათების სისტემა;
- სარწყავი სისტემა;
- ელექტრომომარაგების ქსელი;
- სადრენაჟე, წყალმომარაგება და კანალიზაციის სისტემები;
- ვიდეო მეთვალყურეობის და უსაფრთხოების სისტემა.
იხილეთ კონცეფციის რენდერები.