რა შეცდომებს უშვებენ მძღოლები პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებისას

2026-07-21 18:01:03

2025 წელს საქართველოს მასშტაბით 29 647-მა ადამიანმა ჩააბარა პრაქტიკული გამოცდა და მართვის მოწმობა აიღო.

მომსახურების სააგენტოს მიერ დამუშავებული ანალიტიკური მონაცემების თანახმად, 5 ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომებია:

1. კანდიდატი „შესაბამისი მიმართულებით არ ატრიალებს თავს უხილავი გზის მონაკვეთის“ (ე.წ. მკვდარი უბნების) შესამოწმებლად.

2. არ სარგებლობს ავტომობილის უკუხედვის შიდა და გარე სარკეებით.

3. სათანადო დისტანციის დაუცველობა.

4. სიჩქარის გადაჭარბება ან ნებადართულზე მნიშვნელოვნად ნაკლები სიჩქარით მოძრაობა.

5. მიმართულების/მოხვევის შუქ-მაჩვენებლის არასათანადო გამოყენება ან გამოუყენებლობა.

სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები საგამოცდო პროცესის გაუმჯობესების მიზნით, 22 ივლისიდან რუსთავში, თელავსა და საჩხერეში მარშრუტები იცვლება