2026-07-21 11:29:49
თბილისში ავტობუსს სატვირთო ამწე დაეჯახა.
სოციალურ ქსელში მგზავრების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შემდეგ მუნიციპალური ტრანსპორტიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა.
კადრებში ჩანს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებულია ავტობუსი.
შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა 2 მგზავრი.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლით არის დაწყებული.