ხანძარი რუსთავში

2018-03-12 11:13:54

რუსთავში მეგობრობის N41-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი იყო.

ცეცხლი მეორე სართულზე, ერთერთ საცხობვრებელ ბინაში გაჩნდა. შემთხვევის შედეგად ავეჯი და რამდენიმე კვ.მ ფართი დაიწვა. ცეცხლის გაჩენა, სავარაუდოდ, სანთელმა გამოიწვია.

ადგილზე მეხანძრეები მუშაობდნენ, ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

ავტორი: ირმა კურტანიძე