ოჯახი შიმშილის პირას [video]

2018-03-11 22:48:20

სოციალურად დაუცველი გაბინაშვილების მრავალშვილიანი ოჯახი უკვე რამდენიმე თვეა, მაიაკოვსკის ქუჩის ერთ-ერთ ეზოში მოწყობილ ნანგრევებში ცხოვრობს. საყოფაცხოვრებო პირობების არარსებობა, სახურავიდან ჩამოსული წვიმა, მძიმე ნესტი ყოველდღიურად გაუსაძლისს ხდის ირინა გაბინაშვილის, მისი 3 უფროსი და 3 მცირეწლოვანი შვილების ცხოვრებას. ოჯახს არ აქვს საჭმელი და ბავშვების სანატრელი საკვები ძეხვია. პატარები ასევე არ იღებენ განათლებას.

რას აცხადებს 6 შვილის დედა და რა პასუხი აქვს სახელმწიფოს - ნანუკა მაღლაკელიძის რეპორტაჟი. ნახეთ ვიდეო.