რუსთავში მამა-შვილი გარდაცვლილი ნახეს [video]

2018-03-10 23:06:06

რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე ე.წ. სტამბულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე 30 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა 4 დღის წინ მოხდა, როგორც "ინფო რუსთავი"-სთვის არის ცნობილი ახალგაზრდას საცხოვრებელი არ ჰქონდა, სესხების გამო ბანკმა ბინა გაუყიდა, რის შემდგომაც 1 წლის განმავლობაში ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მამასთან ერთად ღია ცის ქვეშ ცხოვრობდა. მამა 60 წლამდე მამაკაცი ზუსტად იმავე ადგილას, დაახლოებით ერთი თვის წინ გარდაცვლილი იპოვეს, მიზეზი სავარაუდოდ არასათანადო პირობებში ცხოვრება და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გახდა. როგორც ახლომდებარე დახლების მოვაჭრეები აცხადებენ, მამა-შვილს საარსებო პირობები არ გააჩნდათ და ხშირად ღია ცის ქვეშ უწევდათ ძილი. ნახეთ ვიდეო.


ცხედარი პროზეკტურაში გადაასვენეს, უსახსრობის გამო საჭირო პროცედურების ჩატარება ახლოს მდებარე დამკრძალავმა ბიურომ საკუთარ თავზე აიღო. ახალგაზრდა მამაკაცი დღეს რუსთავის სასაფლაოზე დაკრძალეს. ფაქტზე გამოძიება დაწყებულია 115-ე მუხლით, რაც ადამიანის თვითმკლელობამდე მიყვანას გულისხმობს.