რუსთავში 8 მარტის ღონისძიებები შემოწირულობებით ჩატარდა

2018-03-10 15:54:06

სარვამარტო ღონისძიებებისთვის რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 100 ლარი დაიხარჯა. ამის შესახებ "ინფო რუსთავს" სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა, გეგი ლიპარტელიანმა, განუცხადა.

"დაახლოებით 100 ლარი დაიხარჯა ღონისძიებებისთვის, კონკრეტულად შევიძინეთ მხოლოდ 50 ცალი ყვავილი დილას, დანარჩენ ყველაფერში მეგობრები დაგვეხმარნენ. ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ დახარჯულა სპექტაკლზე, შამპანიური გვაჩუქა "ფორსეპალსმა" და ნამცხვრები გამოაცხვეს გოგონებმა, რომლებსაც აქვთ მოგებული გრანტი და აკეთებენ სოციალურ კაფეს" - განაცხადა გეგი ლიპარტელინმა.

გეგი ლიპარტელიანის ინფორმაციით, გასულ წელს 8 მარტის ღონისძიებებისთვის ბიუჯეტიდან, დაახლოებით 4000 ლარი იყო გამოყოფილი.

2018 წლის 8 მარტს გამართული ღონისძიებების განრიგი ასე გამოიყურებოდა:

07:00 სთ - (დასუფთავების სამსახურის ქალბატონებს გადაეცათ იები. 20-მა მამაკაცმა მეტალურგიის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო და კოსტავას გამზირზე მიართვა ყვავილები ქალბატონებს, ასევე დაეხმარნენ დასუფთავებაში)

14 :00 სთ - თეატრის ფოიეში ხელნაკეთი ნივთების გამოფენა- „რუსთაველია და გავიცნოთ“ მოეწყო. 10 თაიგული გადაეცათ ხელოვან ქალბატონებს

16:00 სთ - გაიმართა სპექტაკლი „კაცები“.

სიურპრიზი ქალბატონებს -  (17:00 სთ -მეგობრობის N5 ამწედან ყვავილების მირთმევა გოგონას, თუთარჩელას სიმღერა; 2-18:00 სთ - ალიევის პარკში ფოტოების გამოფენა, სუფრა სიმბოლური,  ყვავილები; 3-19:30-სთ-კულტურის და დასვენების პარკში ასაკიანი წყვილის გასეირნება, ტბასთან სუფრა, ყვავილები, ფრანები, ორკესტრი - შოთა ყაველაშვილი;)

 

ავტორი: ირმა კურტანიძე