2018-03-10 13:12:44
ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, ზღვამ ახალშობილის გვამი გამორიყა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში შეტყობინება ნახევარი საათის წინ შევიდა. 112-ის ცხელ ხაზზე მოქალაქემ დარეკა და განაცხადა, რომ "აკვაპარკის" ტერიტორიაზე, სანაპიროზე, ახალშობილის გვამი ნახა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, ამ დროისთვის საქმე არ აღძრულა, მიმდინარეობს მოკვლევა.
ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.