რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევისას მოტოციკლის მძღოლი დაშავდა [Photo]

2020-06-26 16:53:34

რუსთავში მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს დაეჯახა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ლეონიძის ქუჩაზე, ერთმანეთს "რენოს" მარკის მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად დაშავდა მოტოციკლის მძღოლი.

დაშავებულს ადგილზე გაეწია სასწრაფო სამედიცინო დამხარება.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.