ვანდალიზმის ფაქტი რუსთავში [photo]

2018-03-09 14:03:40

ლეონიძის ქუჩაზე მდებარე ღია ბიბლიოთეკის სტენდი უცნობმა პირებმა დააზიანეს. შეგახსენებთ რომ ქალაქის 44 ლოკაციაზე სტენდები რამდენიმე დღის წინ დამონტაჟდა. როგორც პროექტის იდეის ავტორმა ამირან ჯანჯღავამ განაცხადა,  პირველადი დათვალიერებით ირკვევა, რომ  სტენდი განზრახ არის დაზიანებული. საკრებულოს წევრი მოსახლეობას მოუწოდებს გამოიჩინონ სამოქალაქო პასუხისმგებლობა და გაუფრთხილდნენ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონებას.

შეგახსენებთ, რომ სტენდებიდან ელექტრონული წიგნების უფასოდ ჩამოტვირთვა შესაძლებელია მათზე დაბეჭდილი QR კოდის საშუალებით. ამისათვის საჭიროა,მომხმარებელმა გადმოწეროს უფასო აპლიკაცია Saba Reader.