2026-06-20 11:37:03
13 ივნისს მდინარეში ჩავარდნის შემდეგ უგონო მდგომარეობაში მყოფი 6 წლის გოგონა, გარდაიცვალა.
გამოსამშვიდობებელ წერილს სოციალურ ქსელში ბათუმის N35 საბავშვო ბაღი ავრცელებს
"შენი ლამაზი ღიმილი, მოციმციმე თვალები და კეთილი გული მუდამ ჩვენს მეხსიერებაში დარჩება ლილეკო",- ნათქვამია საბავშვო ბაღის განცხადებაში.
6 წლის გოგონა 13 ივნისს მდინარეში ჩავარდა და დინებამ გაიტაცა. ბავშვი წყლიდან უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თავიდანვე კრიტიკული იყო. გოგონა თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.