2020-06-10 17:12:00
რუსთავში სადარბაზოში ხანძარი იყო.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით თოდრიის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსის სადარბაზოში, ელექტრო ენერგიის მრიცხველებს ცეცხლი გაუჩნდა.
სახანძრო სამაშველო სამსახურის ეკიპაჟი ადგილზე მივიდა და ცეცხლის ლიკვიდირება დროულად მოხდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.