მომდევნო 5 დღის ამინდის პროგნოზი

2018-03-07 23:36:57

8 მარტიდან 10 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, 9 მარტს დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთის მიმართულების ძლიერი, 10 მარტს ღამის საათებში დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში ქარბუქი, ზღვაზე 4 – 5 ბალიანი შტორმი. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 8 მარტი +19°C, 9 მარტი +14°C, 10 მარტი +16°C, 11 მარტი +16°C, 12 მარტი +17°C.