რამდენიმე ქუჩას ელ. ენერგია შეეზღუდება

2018-03-06 23:24:10

კომპანია "ენერგო პრო" განცხადებას ავრცელებს - "ელექტროენერგიის მიწოდება 10:00-დან 13:00 საათამდე შეეზღუდება რუსთავში რჩეულიშვილის, გრანელის, სამშვილიდის, ბერიტაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე. ასევე 16:00-დან 17:00 საათამდე მშენებელთა, ფიროსმანის, წერეთლის, მშვიდობის და მიმდებარე ქუჩებზე, მარის არხის დასახლებაში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება."