2026-05-31 13:27:32
ორგანიზაცია "ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას" გადაწყვეტილებით მიმდინარე წლის 10 ივნისამდე საქართველოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ დიუშენის კუნთოვანი დისტროფია და იმყოფებიან მართვით სუნქვაზე ან აქვთ თანმხლები მძიმე გენეტიკური დაავადება, ერთჯერადად ჩაერიცხებათ 10 000 - 10 000 ლარი. ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ორგანიზაციის თანახმად, ივნისის თვეში ორგანიზაცია იწყებს დიუშენით დაავადებული ბავშვების მხარდამჭერი საშუალებების, მათ შორის, პაციენტებზე მორგებული ეტლების, საწოლების, სასუნთქი აპარატების ადაპტირებული ტრანსპორტის შეძენას. საქართველოში მცხოვრებ დიუშენით დაავადებულ ყველა პაციენტს რომელსაც აქვთ ეს საჭიროებები მოვუწოდებთ, რომ მომართონ ჩვენს ორგანიზაციას.
"გვსურს კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ თანხების ყველა შემომწირველს. თქვენი მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ რომ შევამსუბუქოთ ჩვენი ბავშვების მდგომარეობა და გავახანგრძლივოთ მათი სიცოცხლე.
სახელმწიფოს მიმართ ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის უცვლელი: ვითხოვთ დიუშენის სამკურნალო თანამედროვე მედიკამენტების შემოტანას. ამასთან ყოველი დაგვიანებული დღე უკან გადადგმული ნაბიჯი და დანაშაულის ტოლფასია.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დიუშენის სამკურნალო წამლების დაფინანსების მოთხოვნით ვაგროვებთ ხელმოწერებს როგორც ფიზიკური, ასევე ელექტრონული ფორმით.
ვისაც გსურთ, რომ დაგვეხმაროთ ფიზიკური ხელმოწერების შეგროვებაში, შეგიძლიათ ამობეჭდოთ ფორმა https://shorturl.at/clLuD. შეავსებინოთ საქართველოს მოქალაქეებს და გადმოგვიგზავნოთ ამავე ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე ან მოგვიტანოთ კანცელარიის წინ.
ელექტრონული ფორმით პეტიციაზე შემოერთება შესაძლებელია ლინკზე: https://www.manifest.ge/petition/e4471071-a016-4bd1-8efa-f79938fd1894/mietsit-tsamali-bavshvebs
ჩვენ ვაგრძელებთ 24 საათიან აქციას სახელმწიფო კანცელარიის წინ, ასევე მოგიწოდებთ, რომ დღეს საღამოს 18:00 საათზე რუსთაველის მეტროსთან შემოგვიერთდეთ დიუშენის ყოველკვირეულ მარშზე. ერთად გადავარჩინოთ ბავშვების სიცოცხლე!“, - წერია განცხადებაში.