კაცს რომელსაც 2 დღე ეძებდნენ გარდაცვლილი იპოვეს

2026-05-28 17:48:50

სამტრედიაში ორდღიანი სამძებრო სამუშაოების შედეგად, 26 მაისს დაკარგული მწყემსი, მაშველებმა სოფელ იანეთში, მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს.

მამაკაცის გაუჩინარების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში რამდენიმე მუნიციპალიტეტის ძალები აქტიურად ჩაერთნენ.