ქვემო ქართლში "ბოლო ზარის" კოლონის 4 ავტომობილი ავარიაში მოყვა

2026-05-28 17:39:57

ბოლნისში "ბოლო ზარის" კოლონის 4 ავტომობილი ავარიაში მოყვა.

ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ კაპანახჩში მოხდა. დაშავებულია 10-მდე ახალგაზრდა.

ახალგაზრდები ბოლნისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან.

ადგილობრივი მედია "24 News" წერს, რომ რამდენიმე დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილას საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" შსს-ში დეტალებს არკვევს. 

 

ფოტო: Marneuli News