2026-05-24 15:35:38
ქუთაისში ავტომობილი ველოსიპედს დაეჯახა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარედ მოხდა.
შემთხვევის შედეგად დაშავდა ველოსიპედის მძღოლი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შსს-შო განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.