2026-05-24 13:11:50
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 3 პირი დააკავეს.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთ პირს და ცივი იარაღის გამოყენებით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს.
დაშავებული შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.
პოლიციამ საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი სამივე პირი ბრალდებულის სახით დააკავა.
სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს",- ნათქვამია განცხადებაში.