ცვლილება ავტოტრანსპორტის საწარმოში

2018-03-05 16:45:09

მუნიციპალური ავტოტრანსპორტის სამსახურის უფროსის თანამდებობა  ჯურხა ბენდელიანმა დაიკავა. საწარმოს დირექტორი რუსთავის მერის ირაკლი ტაბაღუას ბრძანების საფუძველზე დაინიშნა, რომელიც უფლება-მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა.

ინფო რუსთავის ინფორმაციით  ბენდელიანი გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სამსახურის უფროსის მოადგილედ მუშაობდა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს ხელმძღვანელის თანამდებობა ფრიდონ დვალაძეს ეკავა.