მოზარდი მე-8 სართულიდან გადმოვარდა

2018-03-05 16:34:57

დიღმის მასივში მოზარდი მერვე სართულიდან გადმოვარდა. არასრულწლოვანი ავტოფარეხზე დაეცა და მრავლობითი დაზიანებები მიიღო. დაშავებული ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.
ერთ-ერთი ვერსიით ბიჭი კომპიუტერული თამაშებით იყო დაკავებული და ე.წ. „ლურჯ ვეშაპს“ თამაშობდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულიხმობს.

ავტორი: ნინა პარუნაშვილი