I-VI კლასის მოსწავლეებს ახალი სახელმძღვანელოები ექნებათ, მათ შერჩევაში მონაწილეობას კი მშობლებიც მიიღებენ.
დაწყებითი კლასის პედაგოგებისა და მშობლების ნაწილის აზრით, დღეს არსებულ სახლმძღვანელოებში არაერთი ფაქტობრივი შეცდომაა, გარდა ამისა ზოგიერთი წიგნი მოსწავლისთვის რთული დასაძლევია და გადატვირთული მასალა აქვს. მშობლები უცხო ენის სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით არსებულ პრობლემაზეც საუბრობენ, მათი თქმით, წიგნები მთლიანად უცხო ენაზეა და ქართული განმარტებები არ აქვს, რაც ბავშვისთვის სახლში მეცადინეობის პროცესს ართულებს.
"სასურველი იქნება თუ ყველა ავტორები შეთანხმდებიან და მასალას თანმიმდევრობით დაალაგებენ, მაგალითად მათემატიკის ერთერთ სახელმძღვანელოში შეკრება-გამოკლება დასაწყისში, გამრავლება-გაყოფა კი ბოლოში ისწავლება, მეორეში კი პირიქით, ასეთ დროს ჩვენ გვექმნება პრობლემა მასწავლებლებს, როდესაც ბავშვი გადადის ერთი სკოლიდან მეორეში და სხვა წიგნით უწევს სწავლა. ასევე, თუ ქართულის წიგნები გოგებაშვილის მოთხრობებით იქნება დატვირთული გამიხარდება, რადგან ძალიან მარტივად შეიძლება იმ მოთხრობებით ზნეობრივი აღზრდა ბავშვების და ამ კუთხით მოგვწონს, შეხება მაქვს მაღლაკელიძესთან (წიგნის ავტორი) და მერთულება მასში არსებული მოთხრობები ბავშვებისთვის" - თამარ ბექაური მე-16 სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგი.
"კარგი იქნება, თუ წიგნების ზომები შემცირდება, ბავშვებს მძიმე წიგნების ტარება რომ არ მოუწიოთ, გარდაა ამისა, მე მაგალითად ქართულში გრამატიკის საკითხებს შევიტანდი კიდევ უფრო სიღრმისეულად, დაწყებით კლასებში, ქართულში ითხოვს პროგრამა გრამატიკის ცოდნას და უფრო მეტი მარავალფეროვანი სავარჯიშო რომ იყოს, თუნდაც გრამატიკული ტესტები, მოსწავლის სამუშაო რვეული და სხვ." - მშობელი მზია ბერიშვილი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლების I-VI კლასებისათვის ახალი, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი სახელმძღვანელოების შერჩევის, ანუ გირიფირების პროცესს იწყებს, რომლებშიც ფილოლოგებთან, საბავშვო ფსიქოლოგებთან და სხვა სპეციალისტებთან ერთად ნებისმიერი დაინტერესებული პირიც ჩაერთვება.
სახელმძღვანელოების საჯარო განხილვა ელექტრონულ პორტალ grifireba.emis.ge-ზე დაიწყება. პორტალზე შესულ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება დაათვალიეროს ყველა წარდგენილი სახელმძღვანელო და თავისი კომენტარი შინაარსობრივი შეცდომაზე, ტექნიკურ ხარვეზსა და საკუთარ მოსაზრებაზე დატოვოს.
პორტალზე ნებისმიერი სახის წინადადების მიწოდება, რომელიც ორიენტირებულია სახელმძღვანელოს ზოგად გაუმჯობესებზე ან სიახლის შეტანაზე ანონიმურია.
ავტორი: ირმა კურტანიძე