რუსთავის მერს მესამე მოადგილე ჰყავს [video]

2018-03-05 13:14:39

რუსთავის მერს მესამე მოადგილე ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობაზე ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ბესიკ ტოგონიძე დანიშნა. მერის მესამე მოადგილე, რუსთავის მერიაში ქონების მართვის, ქალაქის ეკონომიკური განვითარების და არქიტექტურის  მიმართლებით იმუშავებს.
ბესიკ ტოგონიძე წლების განმავლობაში მუშაობდა ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო სამსახურში, ასევე იყო  ერთ-ერთი კომერციული ბანკის რეგიონული ფილიალის დირექტორი და ბოლო პერიოდში რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ერთ-ერთ განყოფილებას ხელმძღვანელობდა.


''ინფო რუსთავთან'' საუბრისას მერის ახალმა მოადგილემ განაცხადა:
''მადლობა იმ ნდობისთვის, რომელიც ქალაქის მერმა გამოხატა. ჩემთვის ეს თანამდებობა არის უდიდესი პასუხისმგებლობა. იმ გამოცდილებას და რესურს, რაც მაქვს დაგროვილი მთლიანად მოვახმარ იმ კონკრეტულ საქმეს, რაც დამევალება''ვიდეო

ავტორი: ნინა პარუნაშვილი