მცირე ინციდენტი საბავშვო ბაღთან [video]

2018-03-05 12:26:40

საბავშვო ბაღთან მომხდარი ინციდენტის შედეგად მცირეწლოვანი ბავშვი დაზიანებებით ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ''ქიდლენდი''-ს მენეჯერი ინფო რუსთავს უყვება მათი აღსაზრდელი მშობელს ბაღში შეყავდა რა დროსაც ბავშვმა გზაზე მომავალ ავტომობილს წინ გადაურბინა და წაიქცა. ავტომანქანის მძღოლმა დროულად შეძლო დამუხრუჭება და შეჯახება არ მომხდარა. ადგილზე გამოძახებული იყო საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი.მცირეწლოვანი სასწრაფო დახმარების ექიმებმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ნახეთ ვიდეო.


ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი ელისო დვალი აცხადებს, რომ -''პატარა კლინიკაში შემოიყვანეს  ტკივილებით მუცლის არეში, აღენიშნებოდა  ექსკორაციები სახეზე, მარჯვენა მტევანზე და მარჯვენა თეძოს ფრთაზე, ჩაუტარდა კვლევები. მენჯის რედგენოგრაფია გაკეთდა ასევე მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა ჩატარა. ამ ეტაპზე ბავშვის ზოგადი მდგომარეობა არის ნორმალური. ახლა პატარა ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება და თუ ყველაფერი ისე იყო როგორც ახლა არის გავწერთ  ბინაზე''- განაცხადა ექიმმა ინფო რუსთავთან საუბრისას.

შემთხვევა დღეს დილით კერძო საბავშვო ბაღის ''ქიდლენდი''-ს შესასვლელთან დაახლოებით 10 საათზე მოხდა.