25 არასრულწლოვანი გოგო პროსტიტუციაშია ჩართული

2018-03-04 16:45:09

ბათუმში 25 არასრულწლოვანი სექსმუშაკად მუშაობს. ამის შესახებ Unicef-ისა და World Vision-ის კვლევაშია ნათქვამი. არსებული ინფორმაციით, პროსტიტუციაში ჩართული არასრულწლოვნების რიცხვი ზაფხულში ტურისტული სეზონის დროს კიდევ უფრო იზრდება.

გავრცელებული ინფორმაციით, უცხო პირები გოგონებს სამსახურს სთავაზობენ და სექსმუშაკებად ასაქმებენ. თემით აჭარის ტელევიზაც დაინტერესდა და საგამოძიებო ფილმი გადაიღო.

საქართველოს კანონმდბლობით, არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული სექსუალური ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულია. იგივე ქმედება ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ან წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნების მიმართ პროსტიტუციაში ჩაბმისაგან სარგებლის მიღება 5 დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.