რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის კარტინგის ტრასამ წყბილთა რბოლას უმასპინძლა. შეჯიბრება პროფესიონალებსა და მოყვარულებს შორის გაიმართა.
რბოლაში სამოყვარულო ჯგუფები ძრავის მოცულობის მიხედვით სამ კლასში ასპარეზობდნენ. პროფესიონალი მრბოლელები კი „პრო კლასში“ გამოვიდნენ.
გამარჯვებულები ყველა კლასში გამოვლინდნენ. მათ საჩუქრად ავტოდრომის სავარჯიშო სესიების ვაუჩერები გადაეცათ.
ავტორი: ირმა კურტანიძე