ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი-თბილისის ჩქაროსნულ მაგისტრალზე (გაჩიანის ხიდთან). არსებული ინფორმაციით "ნისანი"-ს მარკის ავტომობილს უკნიდან მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა და ადგილიდან მიიმალა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო რომ "ნისანი"-ს მარკის ავტომობილი ინერციით რამენიმე მეტრით გზიდან გადავიდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. ავარიის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი, მისი გადაყვანა "კლინიკა რუსთავში" მოხერხდა.