სიურპრიზი 9 შვილის დედას [video]

2018-03-03 23:24:38

ცხრა შვილის დედას ხათუნა ხავთასს მეუღლემ, შალვა შუბლაძემ სიურპრიზი მოუწყო. მრავალშვილიან დედას მეუღლემ ყვავილების თაიგული, თეატრის სპექტაკლის ბილეთები, სილამაზის სალონის ვაუჩერი აჩუქა და სადღესასწაულო ვახშამზე მიიწვია. ბოლოს კი ცენტრალურ მოედანზე სეირნობისას ხათუნა ხავთასს დედის დღე ეკრანზე განთავსებული რგოლით, შვილებმა მოულოცეს. ეს ყველაფერი მრავალშვილიანი დედისთვის სიურპრიზი იყო. ცენტრალურ მოედანზე მივიდა ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა, მან ხათუნა ხავთასს ყვავილების თაიგული გადასცა და დედის დღე მიულოცა. ნახეთ ვიდეო.

სიურპრიზი "ფორსეპალსის" beauty bar და "რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის" დახმარებით განხორციელდა.