საბავშვო ბაღის ღობე ფერადად შეღებეს

2018-03-03 18:36:25

როტარი კლუბი- რუსთავი საერთაშორისოს ინიციატივით და ორგანიზებით მე-6 საბავშვო ბაღის ღობის ფასადი შეიღება. პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები რუსთავის ქომაგთა კავშირისა და როტარი კლუბი-რუსთავის წარმომადგენლები, რომლებმაც სააღმზრდელო დაწესებულების გარე პერიმეტრზე ღობე ფერადი საღებავებით შეღებეს.

"გადავწყვიტეთ რუსთავის მე-6 საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის საჩუქარი გაგვეკეთებინა და ჩვენი წვლილი შეგვეტანა ბაღის გალამაზებაში.  ჩვენი სახსრებით ვიყიდეთ საღებავები და ნათელ ფერებში  შევღებეთ ღობე, სვეტებზე კი ქართული ასოები დავაწერეთ რათა პატარებმა კითხვაც ისწავლონ. ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულები რუსთავის ქომაგები და მოხალისეები რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო მათ" - განაცხადა როტარი კლუბი -რუსთავი საერთაშორისო ორგანიზაციის დამფუძნებელმა, წევრმა გიორგი მაღლაფერიძემ.