ავტოსაგზაო შემთხვევა თოდრიას ქუჩაზე. ერთმანეთს "ჟიგულისა" და "მერსედესის" მარკის ავტომობილები დაეჯახნენ. ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული. ავარიის შედეგად "ჟიგულის" მარკის ავტომობილის მძღოლი, 60 წლამდე მამაკაცი, დაშავდა, რომელიც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
ექიმის ინფორმაციით, პაციენტს ზედაპირული დაზიანებები არ აღენიშნება, ამჟამად მას კვლევები უტარდება. ნახეთ ვიდეო.
ავტორი: ირმა კურტანიძე