დედის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა რუსთავის თეატრში. ღონისძიებაზე 17 რუსთაველი ქალი მხატვრის ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. ექსპოზიციაზე ხელოვანების მიერ სხვადასხვა ჟანრში შესრულებული 50 ნახატი გამოფინეს.
დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, საკუთარი ნამუშევრები რუსთავის კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეებმაც წარმოადგინეს. ღონისძიება რუსთავის მერიის ორგანიზებით ჩატარდა.