ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთის ქუჩაზე. 13 წლის გოგონას მიკროავტობუსმა ფეხზე გადაუარა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მოზარდი მოძრავი მიკროავტობუსიდან ჩამოვიდა, რა დროსაც ფეხი დაიზიანა.
როგორც რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში აცხადებენ, 13 წლის პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა 18:38 საათზე შეიყვანა. არასრულწლოვანს მძიმე დაზიანებები არ აღენიშნებოდა. მას ფეხზე თაბაშირი დაადეს და სახლში გაწერეს. ნახეთ ვიდეო.