რუსთავში, VIII მიკრო-რაიონში 3 წლის ბავშვი დაკარგული ნახეს. სუპერმარკეტის თანამშრომლების თქმით ბავშვი სახლიდან იყო წამოსული. მცირეწლოვანის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია საპატრულო პოლიციას შეატყობინეს. ადგილზე მისულმა პოლიციამ ბავშვის იდენტიფიცირება მოახერხა და მის მშობელს დაუკავშირდა. რამდენიმე წუთში ადგილზე ბავშვის მამა მოვიდა და პატარა სახლში წაიყვანეს. ნახეთ ვიდეო.