ოჯახური ძალადობის შემთხვევა რუსთავში. 37 წლის მამაკაცი და მისი 25 წლის მეუღლე სოციალური მომსახურების სააგენტოში გამოცხადებისას ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მათ დაახლოებით ორი კვირის წინ მიმართეს სოციალურ მუშაკს, რათა ბავშვისთვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილება მიეღოთ, თუმცა დაწესებულებაში გამოცხადებისას ქმარი 3 წლის ბავშვის თანდასწრებით დედას ფიზიკურად გაუსწორდა, რა დროსაც ქალმა საპატრულო პოლიციის ეკიპაჭი გამოიძახა. მამაკაცმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ასევე სააგენტოში მყოფ თანამშრომლებს და პოლიციელებს, რის შემდგომაც იგი საპატრულოს ეკიპაჟმა პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა. "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს რომ - "მოქალაქე ადმინისტრაციული წესით ორი მუხლით დააკავეს, წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა ხალხს, არ დაემორჩილა პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას. გამოძიება სისლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახურ ძალადობას გულისხმობს." ნახეთ ვიდეო.