რუსთავში ქუჩებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

2018-03-01 17:57:17

რუსთავში სხვადასხვა ქუჩას რეაბილიტაცია ჩაუტარდება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 8 808 489 ლარი დაიხარჯება. რუსთავის მუნიციპალიტეტმა ქუჩის რეაბილიტაციისთვის ტენდერები უკვე გამოაცხადა.

რუსთავში მარჯვენა სანაპიროს გზებისა და ეზოების სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება, ასევე მოეწყობა სანიაღვრე სისტემა, კეროდ ეს ქუჩებია: ტურგენევის #2-დან ქუჩიშვილის ქუჩამდე, ქუჩიშვილის ჩიხი 1, ორბელიანის ქუჩა, წულუკიძის ქუჩა, წულიკიძის 1 შესახვევი, წულუკიძის მე-2 და მე-3 შესახვევი, ჭონქაძის ქუჩა, ერისთავის ქუჩა, ქუჩიშვილის მე-11 დამაკავშირებელი, ქუჩიშვილის და სანაპიროს დამაკავშირებელი გზა, ქუჩიშვილის ჩიხი, ცოდნე დადიანის ქუჩა, ბესიკის ქუჩა. სამუშაოების შესრულების ვადა 210 დღეა, ბიუჯეტიდან კი 1.330.323 ლარია გამოყოფილი.

რეაბილიტაცია ჩაუტარდება მარცხენა სანაპიროს გზებსა და ეზოებსაც - სუმგაით მეტალურგების #2-4-6-8-10, სუმგაით მეტალურგების #12-14-16-18, კონსტიტუციის #4-6-8-10-12-14, ბარათაშვილის გასასვლელი #1-2-3-5, ასლანიკაშვილის #3 ა-3-5, #1 მუსიკალური სკოლის წინ, ჭავჭავაძის #6, ბათუმის #17, პირველი მაისის შესახვევი 1- 2, პირველი მაისის #6-8-10-12-14-16-18-20, ბათუმის  #22-24-28-30, ქაშაკაშვილის #18, ასლანიკაშვილის #2-4-6, ბარათაშვილის ქ. #13-15-15a-17-19-19ა-21-21ა-23-23ა-25-27-29-31, კონსტიტუციის ქ. #18-18ა-20-22-22a-24-24ა-26-26a-28, კონსტიტუციის 1 გასასვლელის #1-2-3-4, დონეცკ მეტალურგების #16, ბათუმის  #27,29,31,33,35, ქაშაკაშვილის #7,11, სააკაძის #4,6,8 - სამუშაოები 240 დღეში უნდა შესრულდეს, ბიუჯეტიდან კი 2.560.357 ლარი გამოიყო, სამუშაოების შესრულების ვადა 240 დღეა.

ტენდერია გამოცხადებული ბალანჩივაძის ქუჩის მ/ტ (ბალანჩივაძის #2, 3, 4, 5, 6, 7, 10, 12, 14, ბალანჩივაძის გასასვლელი #4, 6, 8, 10, #9 სკოლის წინ) საცხოვრებელი კორპუსების ეზოების ბეტონის საფარის სარეაბილიტაციო და სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოების შესყიდვაზეც, ამისთვის 1.055.131 ლარი დაიხარჯება, სამუშაოები კი 170 დღეში უნდა შესრულდეს.

რაც შეეხება ნ.ნიკოლაძის ქუჩას (ნ. ნიკოლაძის #3, 5, 7, 9, 6ა, რუსთაველის 39) საცხოვრებელი კორპუსების ეზოების ა/ბეტონის საფარის სარეაბილიტაციო და სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოების შესყიდვა - 624.851 ლარი, სამუშაოებს 100 დღეში შეასრულებენ.

ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდება გორის ქუჩის ჩიხებს, ვაჟა-ფშაველას ქუჩის ჩიხების, ყაზბეგის ქუჩის ჩიხების, ვახუშტის ქუჩასა და იაღლუჯის ქუჩას - ბიუჯეტიდან 1.656.004 ლარი გამოიყო, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 180 დღეში უნდა შეასრულოს.

მუნიციპალიტეტს ტენდერი აქვს გამოცხადებული მშვიდობის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზეც, რისთვისაც  1.581.823 ლარი დაიხარჯება, სამუშაოების შესრულების ვადა კი 120 დღეა.

 

 

 

 

ავტორი: ირმა კურტანიძე