სასკოლო სპორტული ოლიმპიადა დასრულდა

2018-03-02 17:40:23

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რუსთავის გამარჯვვებული გუნდების წარმომადგენლებს დღეს სპორტული ეკიპირება გადაეცათ. მე-5, მე-2, მე-10, მე-3, მე-12, 23-ე საჯარო სკოლებისა და კერძო სკოლა ლაზარეს მოსწავლეებს სპორტულ კომლექტი რუსთავის მერის მოადგილემ გოჩა ლორიამ გადასცა.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა სპორტის 6 სახეობაში (ფეხბურთში, კალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, ფრენბურთში, გეზრბენსა და ხელბურთში) სკოლებს შორის  2017 წლის 25 სექტემბრს დაიწყო და 2018 წლის იანვრის თვეში დასრულდა.

გამარჯვებული გუნდები მონაწილეობას მიიღებენ ქვემო ქართლის რეგიონულ პირველობაზე, რომელიც 4 მარტს დაიწყება. ოლიმპიადის დასკვნითი ეტაპი კი მაისში, თბილისში გაიმართება, რომელიც საქართველოს ჩემპიონებს გამოავლენს.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა საქართველოს მასშტაბით უკვე 4 წელია მიმდინარეობს. პროექტში აქტიურად არის ჩართული რუსთავის როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლები.