საქართველოს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის გამარჯვებულმა ვლადიმერ აფხაზავამ მე-16 საჯარო სკოლაში შეხვედრა მოაწყო,რომელსაც მოსწავლეები ,პედაგოგები და ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა ესწრებოდა. შეხვედრაზე საუკეთესო მასწავლებელმა საკუთარი გამოცდილების შესახებ ისაუბრა, განსაკუთრებით ყურადღება გაამახვილდა აქტიურ მოქალაქეობასა და პროექტულ სწავლებაზე ასევე სკოლების თანამშრომლობაზე ადგილობრივ ხელისუფლებასთან.
''დღევანდელმა დღემ ძალიან ნაყოფიერად ჩაიარა. საუკეთესო მასწავლებელმა ლადო აფხაზავამ სკოლის მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებთან ჩაატარა სამოდელო გაკვეთილი ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა გუნდური თანამშრომლობა და ლოდერობა. შეხვედრისას კი პედაგოგებთან და ქალაქის მერთან ყურადღება გამახვილდა აქტიურ მოქალაქეობაზე და თანამშომლობაზე ადგილობრივ ხელისიფლებასთან. აქვე დაიგეგმა მე-16 საჯარო სკოლისა და ქალაქის ხელისუფლების ურთიერთანამშრომლობის შესაძლებლობები''.-განაცხადა რუსთავის მე-16 საჯარო სკოლის დირექტორმა ირინა მელქაძემ.
დღესვე ეროვნული ჯილდო 2018-ის რეგისტრაციის დაწყებასთან დაკავშირებით პედაგოგებს პროექტის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. პროექტის მნიშვნელობაზე პედაგოგებს 2017 წლის ჯილდოს მფლობელი ვლადიმერ აფხაზავა პირადად ესაუბრა.
შეგახსენებთ,რო კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია 1 მარტს დაიწყო და ნებისმიერ დაინტერესებულ მასწავლებელს შეეძლება მონაწილეობის მიღება. როგორც კონკურის ორგანიზატორები აცხადებენ პროექტი გლობალური კამპანიის ნაწილს წარმოადგენს და მისი მიზანი, გარდა პროფესიის პოპულარიზაციისა და პრესტიჟის გაზრდისა, წარმატებული მასწავლებლების გამოვლენა და საზოგადოებისთვის მათი წარდგენაა.