თაღლითობის ფაქტი რუსთავში

2018-03-01 22:23:38

რუსთავში, ვახუშტის ქუჩაზე, 30 წლამდე ქალი სურსათის მაღაზიაში შევიდა და სიგარეტი შეიძინა. გამყიდველს 100 ლარიანი კუპიურა გაუწოდა, ხურდა მიიღო დამაღაზია დატოვა. მარკეტის გამყიდველმა მოგვიანებით აღმოაჩინა რომ ფული ყალბი იყო და ამის შესახებ პოლიციას შეატყობინა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები. სამართალდამცავებმა მაღაზიის სათვალთვალო კამერებიდან ჩანაწერები ამოიღეს, არსებული ინფორმაციით ახალგაზრდა ქალის იდენტიფიცირება მოხდა, თუმცა ის ჯერ არ დაუკავებიათ.