კოსტავას გამზირზე ადგილობრივმა მოსახლეობამ სახანძრო ეკიპაჟი გამოიძახა. არსებული ინფორმაციით ელექტრო სადენები ერთმანეთს ეხებოდა და იყო იმის საშიშროება რომ ცეცხლი გაჩენილიყო. მეხანძრეები მეორე სართულზე კიბით ავიდნენ და მითითებული ადგილი დაათვალიერეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციაც. აღნიშნული მისამართი მეხანძრეებმა მას შემდეგ დატოვეს რაც დარწმუნდნენ რომ ცეცხლის გაჩენის საშიშროება არ იყო.