რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში, რაგბის სტადიონის მიმდებარედ, სპორტული კომპლექსის მშენებლობა იგეგმება.
ტერიტორია დღეს რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ მოადგილესთან, დავით კეკელიძესა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. ამ ეტაპზე სპეციალური ჯგუფი ტერიტორიაზე მოსამზადებელ სამუშაოებს ატარებს.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით კომპლექსი მრავალფუნქციური იქნება. უკვე ცნობილია,რომ ტერიტორიაზე ფეხბურთის ღია მოედანი და სპორტული დარბაზი განთავსდება.