რა ასაკის ბავშვები შეძლებენ I კლასში შესვლას

2018-03-01 17:54:17

ახალ 2018-19 სასწავლო წელს პირველ კლასში შესვლას ის ბავშვებიც შეძლებენ, რომლებიც 16 და17 სექტემბერს არიან დაბადებულები.

მინისტრის ბრძანებით, სწავლის დაწყების მუდმივ თარიღად განსაზღვრულია 15 სექტემბერი. კანონის თანახმად კი სწავლის დაწყების დღეს მოსწავლე 6 წლის უნდა იყოს. რაც შეეხება მიმდინარე წელს -  15 სექტემბერი შაბათ დღეს ემთხვევა და სკოლა 17 სექტემბერს დაიწყება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სწავლის დაწყების თარიღიდან გამომდინარე პირველ კლასში შესვლას ის ბავშვებიც შეძლებენ, ვისაც 6 წელი 16 და 17 სექტემბერს შეუსრულდებათ.

განათლების მინისტრის ბრძანების თანახმად, ახალი სასწავლო წელი სკოლებში 15 სექტემბერს იწყება. იმ შემთხვევაში თუ 15 სექტემბერი  უქმე ან დასვენების დღეს ემთხვევა, მაშინ სასწავლო წელი  15 სექტემბრის შემდგომ პირველ სამუშაო დღეს დაიწყება.

წყარო: edu.aris.ge