რუსთავის მერი, ირაკლი ტაბაღუა სპორტული მოედნების მშენებლობასთან დაკავშირებით მეგობრობისა და ბათუმის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა.
მერმა დაათვალიერა სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.
"მინი სპორტული მოედნების მშენებლობაზე, სამუშაოების შემსრულებელი კომპანია ტენდერის მეშვეობით უკვე გამოვლენილია. მოსახლეობას გავაცანით, თუ რა ტიპის საბავშვო მოედანი უნდა გაკეთდეს. ვფიქრობ, ისინი მაქსიმალურად უნდა იყვნენ ჩართულნი აღნიშნული პროექტების განხორციელებაში. ყველაზე სწორი მიდგომა არის ის, რომ მოსახლეობა მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე მოითხოვს უკანონო მშენებლობების და დაუსრულებელი კონსტრუქციების დემონტაჟს . მუნიციპალიტეტი მზად არის, თავისი ხარჯით მოახდინოს დემონტაჟი.", -განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.
მიმდინარე წელს ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან, ინფრასტრუქტურის მოწყობაზე 12 000000 ლარი დაიხარჯება.